ახმეტა · კახეთი · საქართველო Akhmeta · Kakheti · Georgia

კვეტერაKVETERA

ციხე-ქალაქი The Fortress-City

VII–VIII საუკუნეებში დაარსებული საერისთავოს ადმინისტრაციული ცენტრი — მთის წვერზე აღმართული, ილტოს ხეობის მცველი. The administrative heart of a duchy founded in the 7th–8th centuries — raised upon a mountain peak, guardian of the Iltö valley.

გაიგე ისტორიაDiscover the story
ისტორიაHistory

არაბობის ხანიდან კახეთის საერისთავომდე From the Arab age to the Duchy of Kakheti

საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარება VII საუკუნის შუა წლებიდან არაბთა სამხედრო-რელიგიურმა ექსპანსიამ შეაჩერა. არაბების წინააღმდეგ მოძრაობამ ფართო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ხასიათი მიიღო და დამპყრობლების მხრიდან დამსჯელი ექსპედიციები უფრო ხშირი და სასტიკი გახდა. ხალიფატის მიერ ორგანიზებული მორიგი ლაშქრობის დროს (736–738 წლებში) ჩამოყალიბდა თბილისის საამირო და, ბუნებრივია, „არაბობის“ მთელი სიმძიმე მაშინდელი ქართლის საერისმთავროს შიდა რაიონებს დააწვა, ხოლო მის განაპირა რეგიონებში ხალხი შედარებით მშვიდად ცხოვრობდა და ეკონომიურად ვითარდებოდა. ასეთ მდგომარეობაში აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო). From the mid-7th century, Georgia's socio-political and cultural development was halted by the Arab military-religious expansion. The movement against the Arabs took on the character of a broad national liberation struggle, and the punitive expeditions carried out by the conquerors became more frequent and severe. During one of the campaigns organized by the Caliphate (736–738), the Emirate of Tbilisi was established, and naturally the full hardship of "Arab rule" fell upon the inner regions of the principality of Kartli, while in its outlying regions people lived relatively peacefully and developed economically. Under these conditions, the Principality of Kakheti (the Korepiskoposate) was established in the northwestern part of eastern Georgia.

ჩამოყალიბებისთანავე კახეთის მთავრებმა აქტიური ბრძოლა დაიწყეს როგორც არაბების წინააღმდეგ, ისე ქართული მიწების შემოკრებისთვის. სწორედ ამ პერიოდში (VII–VIII ს.ს.) დაარსდა კვეტერის საერისთავო და აშენდა მისი ადმინისტრაციული ცენტრი — კვეტერის ციხე-ქალაქი. From the moment of its formation, the rulers of Kakheti began an active struggle both against the Arabs and for the unification of Georgian lands. It was precisely during this period (7th–8th centuries) that the Duchy (Saeristavo) of Kvetera was founded, and its administrative center — the fortress-city of Kvetera — was built.

კვეტერა მთის ქედზე / Kvetera on the mountain ridge
ილტოს ხეობის მცველი — ციხე მთის ქედზე Guardian of the Iltö valley — the fortress upon the ridge

საერისთავოს პოლიტიკური ადმინისტრირების ქვეშ იყო უჯარმის ჩრდილოეთით, კახეთსა და კუხეთს შორის მოქცეული ტერიტორია. ჩრდილო-დასავლეთით — „მთეულეთი“ კახეთისა: ერწო-მთიანეთი, ფხოვი, დურძუკ-ღვლიღვეთი; აღმოსავლეთით — თანამედროვე თელავის მუნიციპალიტეტამდე; დასავლეთით — მდ. თურდომდე და სოფელ გულგულამდე; სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი კი უშუალოდ თბილისის საამიროს ემიჯნებოდა. აქედან გამომდინარე, კვეტერის პირველი ფუნქცია მენაპირე ციხე-სიმაგრისა იყო. The political administration of the duchy covered the territory north of Ujarma, between Kakheti and Kukheti. To the northwest lay the "highlands" of Kakheti — Erto-Mtianeti, Pkhovi, and Durdzuk-Gvleghveti; to the east it reached the present-day Telavi municipality; to the west, the Turdo River and the village of Gulgula; and to the southwest its border directly adjoined the Emirate of Tbilisi. Because of this, Kvetera's original function was that of a border fortress-stronghold.

სახელიThe Name

„შემკვრელი“ — შემაკავშირებელი ღილი "The Uniter" — a clasp that binds

სახელი კვეტერა–კვეტენა ძველ ქართულში ნიშნავს შემკვრელს, შემაკავშირებელს — ღილს. თუ საერისთავოს პოლიტიკურ საზღვრებსა და მასში მოსახლე თემთა და ხალხთა მრავალფეროვნებას გავაანალიზებთ, იგი მართლაც შემკვრელ, შემაკავშირებელ ადმინისტრაციულ ერთეულად წარმოგვიდგება. The name Kvetera–Kvetena, in Old Georgian, means "uniter" or "connector" — a buckle, a clasp. If one analyzes the political borders of the duchy together with the diversity of the communities and peoples settled within them, it truly appears as a uniting, connecting administrative unit.

მონათესავე ხალხთა ლოკალურ ერთობათა შერწყმის ისტორიული სარბიელი: The historical arena where kindred peoples merged into one:

„თითოეულ ამათგანს თავისი წვლილი შეუტანია აწინდელი კახეთის შექმნაში.“ "Each of them contributed to the creation of present-day Kakheti."

აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი — „საქართველოს ისტორიის საკითხები“, ტ. 1, გვ. 175 Academician N. Berdzenishvili — "Issues of the History of Georgia," Vol. 1, p. 175
სიმძლავრეPower

კავკასიის გზაჯვარედინის მცველი Keeper of the Caucasian crossroads

სიძლიერის ზენიტს კვეტერის საერისთავომ IX–XI საუკუნეებში მიაღწია, როდესაც კახეთის მთავრებმა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ყველა ძირითადი საქარავნო გზა-მაგისტრალი ხელში ჩაიგდეს. The Duchy of Kvetera reached the height of its power in the 9th–11th centuries, when the rulers of Kakheti gained control over all the major caravan trade routes of the highlands of eastern Georgia.

IX საუკუნეში საზღვარმა მდ. არაგვიდან დასავლეთით მდ. ქსანზე გადაინაცვლა და კვეტერის ერისთავის გამგებლობაში მოექცა ციხეები გრუი და წირქვალი, ასევე დვალეთის გადასასვლელი. ამრიგად, კვეტერის საერისთავო ჩრდილო კავკასიის სამი გადასასვლელიდან ორს — დარიალანსა და დვალეთს — აკონტროლებდა. ყოველი მთავარი სტრატეგიული მაგისტრალი კვეტერის საბაჟო გასასვლელს ხვდებოდა. In the 9th century the border shifted westward from the Aragvi to the Ksani River, bringing the fortresses of Grui and Tsirkvali, as well as the pass into Dvaleti, under the Duke of Kvetera. Thus the duchy controlled two of the three passes into the North Caucasus — Daryal and Dvaleti. Every major strategic route passed through a customs checkpoint of Kvetera.

ამ მაგისტრალების ადმინისტრირებამ კვეტერის საერისთავო და კახეთის სამთავრო (შემდგომში კახეთ-ჰერეთის სამეფო) ეკონომიურად ძლიერ დააწინაურა და შესაძლებელი გახდა ამბიციური პროექტების განხორციელება — გრანდიოზული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, ჩრდილო კავკასიაში სამისიონერო მოძრაობის დაფინანსება და სხვა. Administering these routes brought great economic advancement to Kvetera and the Principality of Kakheti (later the Kingdom of Kakheti-Hereti), making it financially possible to carry out ambitious projects — the construction of the grand monastic complex of Alaverdi, the funding of missionary activity in the North Caucasus, and more.

კვეტერა ტყით შემოსილ მთაზე / Kvetera amid forested mountains
VII–VIIIსაუკუნეში დაარსდაcenturies · founded
~30 000კვ.მ საერთო ფართობიm² total area
3 500კვ.მ ციტადელიm² citadel
6კოშკი გალავანშიtowers in the wall
17მეტრი — სასიგნალო კოშკიm — signal tower
IX–XIსაუკუნეში — ზენიტიcenturies · peak
კვეტერის გუმბათიანი კარის ეკლესია / The domed gate-church of Kvetera
არქიტექტურაArchitecture

ქვედა ციხე და ციტადელი The lower fortress and the citadel

ციხე-კომპლექსს მაღალი მთის წვერი უკავია და გარს რიყისა და ნატეხი ქვის გალავანი არტყია. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მკვეთრად წაგრძელებული ტერიტორიის საერთო ფართობი დაახლოებით 30 000 კვ.მ-ია, რომელიც გალავნით ორ არათანაბარ ნაწილად — ქვედა ციხედ და ციტადელად — იყოფა. The fortress complex occupies a high mountain peak, encircled by a wall of river stone and rubble. The territory, sharply elongated from east to west, has a total area of about 30,000 m², divided unevenly by a wall into two parts — the lower fortress and the citadel.

ქვედა ციხე ფაქტობრივად დანგრეულია; შემორჩენილია სამხრეთის (მთავარი) შემოსასვლელის ბურჯები, რამდენიმე კოშკი და დარბაზული ეკლესიის ნაშთი. The lower fortress is essentially in ruins; what remains are the buttresses of the southern (main) entrance, several towers, and the remnant of a hall-type (darbazi) church.

ციტადელის ნაგებობები შედარებით უკეთაა შემონახული. 3 500 კვ.მ-იან ფართობს მაღალი გალავანი არტყია ექვსი კოშკით, მათ შორის 17 მ სიმაღლის სასიგნალო კოშკით. ციტადელში დგას ერისთავის ორსართულიანი სასახლე, გუმბათიანი კარის ეკლესია, ადრექრისტიანული ხანის დარბაზული ეკლესიის ნანგრევი, ორი წყალსაცავის ავზი და დამხმარე ნაგებობათა ნაშთები. The structures of the citadel are better preserved. Its 3,500 m² is enclosed by a high wall with six towers, including a signal tower 17 m tall. Within stand the two-story palace of the duke (eristavi), a domed gate-church, the ruins of an early-Christian hall church, two water-reservoir tanks, and the remains of auxiliary buildings.

ერისთავის სასახლეThe Duke's Palace

ორსართულიანი სასახლე ციტადელის გულში.A two-story residence at the heart of the citadel.

გუმბათიანი კარის ეკლესიაDomed Gate-Church

ცისფერკრამიტიანი გუმბათი — კომპლექსის სულიერი ცენტრი.Turquoise-tiled dome — the spiritual centre of the complex.

🗼

სასიგნალო კოშკიSignal Tower

17 მეტრის სიმაღლის კოშკი — ხეობის სადარაჯო.A 17-metre watch that surveyed the whole valley.

🏛

ადრექრისტიანული ეკლესიაEarly-Christian Church

დარბაზული ეკლესიის უძველესი ნანგრევი.The ancient ruin of a hall-type church.

მდებარეობაLocation

ილტოს მარჯვენა ნაპირზე On the right bank of the Iltö

ციხე-ქალაქი კვეტერა მდებარეობს ქალაქ ახმეტიდან დასავლეთით, მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირას, მაღალი მთის წვერზე. XIII საუკუნიდან საერთაშორისო წყაროებში აღარ იხსენიება, თუმცა მის ტერიტორიაზე აქტიური ცხოვრების კვალი მთელი გვიანი შუა საუკუნეების მანძილზე არ შეწყვეტილა. The fortress-city of Kvetera lies west of the town of Akhmeta, on the right bank of the Iltö River, atop a high mountain peak. From the 13th century it is no longer mentioned in historical sources, yet traces of active life on its territory continued throughout the rest of the late Middle Ages.

მუნიციპალიტეტიMunicipalityახმეტა, კახეთიAkhmeta, Kakheti
მდინარეRiverილტოIltö
ტიპიTypeციხე-ქალაქი, საერისთავოს ცენტრიFortress-city, ducal seat
რუკაზე ნახვაView on the map
კვეტერა ილტოს ხეობაში / Kvetera in the Iltö valley